Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი

დეკანის ბრძანება

                                                                                                                                                                       

№14/29 - 01

01.08.2022

ქ.თბილისი

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე 2021-2022  სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში სამაგისტრო ნაშრომის დაცვის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით კომისიის შექმნის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მესამე პუნქტის „ა“, „ე“ და „თ“ ქვეპუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის, 21-ე მუხლის მე–5 პუნქტის „ა“, „კ“ ქვეპუნქტის, მე-6 პუნქტის საფუძველზე, სტუდენტ ლევან შაქარაშვილის 2022 წლის 29 ივლისის განცხადების გათვალისწინებით,

ვბრძანებ:

1. შეიქმნას სამაგისტრო ნაშრომების დაცვის კომისია ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით შემდეგი შემადგენლობით:

ა) პროფესორი გიორგი ღაღანიძე  - დეკანი, კომისიის თავმჯდომარე;

ბ) პროფესორი ნუგზარ თოდუა;

გ) პროფესორი დავით ნარმანია;

დ) პროფესორი თემურ შენგელია;

ე) პროფესორი ლევან საბაური;

ვ) პროფესორი დემურ სიჭინავა;

ზ) ასოცირებული პროფესორი ლეილა ღუდუშაური;

თ) ასოცირებული პროფესორი თეა მუნჯიშვილი - კომისიის მდივანი.

2.  სტუდენტ ლევან შაქარაშვილის სამაგისტრო ნაშრომის დაცვა (ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით, მოდული - ბუღალტრული აღრიცხვა და აუდიტი) განხორციელდეს 2022 წლის 2 აგვისტოს, 12:00 სათზე (მისამართი ქ. თბილისი, უნივერსიტეტის ქ. № 2, კორპუსი 10, ოთახი № 609).

3. ამ ბრძანების გაცნობა დაინტერესებული პირებისა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის დაევალოს ფაკულტეტის კანცელარიას.

4. წინამდებარე ბრძანების ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს ფაკულტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს.

5. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

ფაკულტეტის დეკანი        პროფესორი            გიორგი ღაღანიძე